• weather cur airplane

    ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა

    ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 15:42 view 9925
    ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა

    2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

    ამავე ნორმატიული აქტით ახმეტის საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ თბილისში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების სახელდების ზოგიერთი საკითხიც.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტის გელა შაშიაშვილის განმარტებით, საკრებულოს ამ დადგენილებას რაიმე ნორმატიული ფუნქცია და დანიშნულება არ გააჩნია, რადგან იგი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მექანიკური ასლია და მისი ტექსტი „კოპირება-ჩასმის“ პრინციპით არის შედგენილი.

    „სწორედ ამის გამო, იგი უამრავ ხარვეზს შეიცავს. მაგალითისთვის, დოკუმენტის ტექსტში გვხვდება პრიმა ქვეპუნქტები, ზოგიერთი მუხლის ბოლოში მითითებულია, რომ მასში შეტანილია ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ და ა.შ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ დოკუმენტის პროექტი არაკვალიფიციურად მომზადდა, ხოლო საკრებულოს წევრები არც დაინტერესებულან რა ეწერა მასში. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება, რომ საკრებულომ მომდევნო სხდომაზე ძალდაკარგულად გამოაცხადოს აღნიშნული დადგენილება, ხოლო შემდეგ გამოსცეს ახალი ნორმატიული აქტი“, – აღნიშნავს გელა შაშიაშვილი.

    კითხვაზე, ეცნობიან თუ არა საკრებულოს წევრები დოკუმენტს, ვიდრე მის დამტკიცებას მხარს დაუჭერენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი პასუხობს: „რა მეტრო? მექანიკური შეცდომა გვაქვს ალბათ. ვიდრე დავამტკიცებთ დოკუმენტს ვკითხულობთ ხოლმე, როგორ არ ვკითხულობთ“.

    ახმეტის საკრებულო 30 წევრისგან შედგება, რომელთაგან 17 ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არის, 5 პარტიიდან „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, 4 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 2 – „ლეიბორისტული პარტიიდან“, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატია. საკრებულოში 5 მუდმივმოქმედი კომისია და 8 ფრაქციაა შექმნილი. საკრებულოს თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 21 900 ლარი იხარჯება, რიგითი წევრები კი კომპენსაციის სახით 5850 ლარს იღებენ (თითოეული 390 ლარს), ანუ საერთო ჯამში საკრებულოს წევრების ანაზღაურება წელიწადში 333 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ყველა თანამდებობის პირს ბიუჯეტის ხარჯზე საწვავიც ეძლევათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის…

    11 წლის ირაკლი ქავთარაშვილმა ათენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

    ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა…

    პანკისის სათემო რადიომ „ეთნიკური მრავალფეროვნების“ კონკურსში გაიმარჯვა

    პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]