• ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაჟორიტარის დეიდაშვილი თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

    ორშაბათი, 06 მარტი 2017 11:25 view 4429
    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაჟორიტარის დეიდაშვილი თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

    ახმეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 1 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა.

    საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე თამარ ყეინიშვილი იმავე საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო. იგი პარლამენტის ყოფილი წევრის ნანა ყეინიშვილის დაა, ამავე დროს ახმეტა-თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილია.

    შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა 2 მარტს საკუთარი განცხადებით დატოვა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მისი გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან მიღებული მითითება გახდა. გასულ წელს საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]