• პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს, დანაგვიანების პრობლემა სასწრაფოდ მოაგვარონ

    ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 12:53 view 3539
    პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს, დანაგვიანების პრობლემა სასწრაფოდ მოაგვარონ

    პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დანაგვიანების პრობლემას და განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოაგვარონ.

    „დანაგვიანება არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    პრემიერის თქმით, დანაგვიანების მხრივ კატასტროფული ვითარებაა, როგორც ავტობანის მიმდებარე, ისე სხვა ტერიტორიებზე.

    „სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ამის თაობაზე წერენ ჩვენი მოქალაქეები, ჩამოსული ტურისტები და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა ჩართულობით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას ერთიან მოდელზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას, მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას და ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ასევე განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას მუდმივად მიიღებს.

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემის დროული აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით.

    „მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და საქართველოს მოსახლეობის კულტურის მაჩვენებელი. ამიტომ, ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]