• weather cur airplane
    პოლიტიკა

    ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის სასამართლოს წარმოებაშია, ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს, ყოველთვიური ხელფასი კი 1500 ლარით განუსაზღვრეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ოდეერი“ იქნება.

    ნაციონალური მოძრაობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა განაცხადა, ფრაქციები ქართული ოცნება -კონსერვატორები და ქართული ოცნება - მრეწველები საკრებულომ კანონის დარღვევით დაარეგისტრირა.

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

    პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში 29 დეკემბერს შედგა.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა მოადგილეები დანიშნა. მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაულია, მეორე მოადგილედ კი ვანო (ვაჟა) ნასყიდაშვილი დაინიშნა. ახმეტის მერის მესამე მოადგილის შტატი გაუქმდა.

    პანკისის ხეობის ოთხივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

    სიახლეები

    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა…

    გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე,…

    ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]