• weather cur airplane
    ახალი ამბები

    მაჩალიკაშვილის საქმე თავისი მნიშვნელობით სცილდება რომელიმე ყოფით შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციები მათ შორის მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ პანკისში, დუისის მეჩეთში სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ოპერაციებს ეთნიკური მოტივაცია არ აქვს.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმის მიერ თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვლილის მამა, ოჯახი და ხეობის მოსახლეობა პროკურატურისგან მკვლელობის ფაქტის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. უახლოეს დღეებში პანკისის მცხოვრებლები ხეობაში საპროტესტო აქციების გამართვასაც აპირებენ.

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის დავით მოდებაძის განცხადებით, ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.

    სიახლეები

    ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 74-ე წლისთავი თბილისში აღინიშნება

    23 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის…

    ქურდობაში ბრალდებულ სუს-ის ოდეერს ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს

    ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის…

    გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება - გამბულატოვი

    2018 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]