• ახალი ამბები

    პანკისის ხეობაში სოციალური კაფე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი „მედინა 2015“ დაიხურა. კაფე 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტით გაიხსნა, შშმ პირთა დღის ცენტრი კი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მხარდაჭერით ფუნქციონირებდა.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. წელს პირველად, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია დამატებით სამ მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, თიანეთსა და ლაგოდეხში.

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ დუმასტურის მკვიდრი 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა. ის სირიაში 2015 წლის აპრილში წავიდა, მაშინ 16 წლის იყო და ომალოს სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა.

    "ქალების სიტყვა", ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, "მთა და ლიტერატურა", "მთის კიდობანი" - პანკისის სათემო რადიო WAY-მ ახალი გადაცემების მომზადება დაიწყო.

    30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში პანკისობა 2017 გაიმართება. სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]