• მე და სახელმწიფო - სასმელი წყლის ხარისხი და კონტროლის ღონისძიებები

    ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 18:45 view 3826
    მე და სახელმწიფო - სასმელი წყლის ხარისხი და კონტროლის ღონისძიებები

    პანკისის ხეობის სოფლებში, წინუბანსა და ქორეთში სასმელი წყალი მღვრიე და ნალექიანია. წყალი განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში ბინძურდება და ხშირად სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმიც მოჰყვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პანკისში 2014, 2015 და 2016 წლებში აღებულ სასმელი წყლის სინჯებში სანიტარული და მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა.

    რაზე მეტყველებს წყლის სიმღვრიე? რა ღონისძიებებს ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო იმისთვის, რომ მოსახლეობას სუფთა წყალი მიეწოდებოდეს? რა ვალდებულებები აქვს წყლის მიმწოდებელს? როგორ შეიძლება დაიცვას თავი მოსახლეობამ სასმელი წყლის მავნე ზემოქმედებისგან?

    გადაცემის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):

    მარიამ გორდაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული წარმოშობის სურსათისა და სასმელი წყლის სამმართველოს უფროსი.

    სიუჟეტის ავტორია - ისლამ გორგიშვილი; გადაცემას უძღვება - ნაზი დაქიშვილი.

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]