• weather cur airplane

    მთავარი თემა – მომხმარებელთა უფლებები

    ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:47 view 964
    მთავარი თემა – მომხმარებელთა უფლებები

    22 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.

    კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რომელიც ელექტროენერგიით მთელ რეგიონს ამარაგებს, უკვე მეორედ, 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმშია. ხელისუფლება კომპანიის გაყიდვას მიმდინარე ან მომავალ წელს ვარაუდობს. მანამდე, კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ გაკოტრების რეჟიმში ყოფნის გამო კომპანია ინფრასტრუქტურის განახლებას სრული დატვირთვით ვერ ახერხებს და მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ, სასამართლოს მიმართონ.

    რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს და რა ვალდებულებები აკისრია „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ გაკოტრების რეჟიმში ყოფნის პერიოდშიც?

    გადაცემაში სტუდიის სტუმარია:

    სალომე ვარდიაშვილი – მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ენერგოომბუდსმენი;

     

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]