• ჩემი უფლებები – მეუღლეთა ქონებრივი უფლებები

    ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 14:13 view 3887
    ჩემი უფლებები – მეუღლეთა ქონებრივი უფლებები

    11 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, - ე.ი. თანასაკუთრებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები, - ანუ ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

    ამასთან, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

    როგორ ნაწილდება კანონით მეუღლეთა უფლებები ოჯახის ქონებაზე? როგორია მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესი? რა ქონება ითვლება მეუღლეების ინდივიდუალურ საკუთრებად? რა შემთხვევაში შეიძლება მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა? როგორია მეუღლეთა ქონების გაყოფის კანონისმიერი წესები? მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისას გაითვალისწინება თუ არა არასრულწლოვანი შვილების ინტერესები? მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის უფლება ექვემდებარება თუ არა ხანდაზმულობას?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი. 

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]