• weather cur airplane

    ჩემი უფლებები - პასუხისმგებლობა გადამეტებული ხმაურისთვის

    სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 16:58 view 138
    ჩემი უფლებები - პასუხისმგებლობა გადამეტებული ხმაურისთვის

    28 ნოემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გადამეტებული ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

    ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს გაფრთხილებას, 1 წლის მანძილზე მეორედ ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

    თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.

    როდის არ ვრცელდება ეს აკრძალვები? დღე-ღამის რომელ მონაკვეთში იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება? როგორ ხდება ხმაურის დონის გაზომვა? რომელი ორგანო ადგენს ოქმს აღნიშნულ სამართალდარღვევებზე?  

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]