• weather cur airplane

    ჩემი უფლებები - ზეგანაკვეთური სამუშაო

    სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 15:04 view 278
    ჩემი უფლებები - ზეგანაკვეთური სამუშაო

    5 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, კანონის იმპერატიული ნორმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნორმებიდან გადახვევა დაუშვებელია. თუმცა კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულისგან უფრო მეტი დროით მუშაობა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევას, კანონის ენაზე, ზეგანაკვეთური სამუშაო ეწოდება.

    რამდენს შეიძლება შეადგენდეს სამუშაო დრო საქართველოში დასაქმებული პირებისათვის? რას ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაო, ეკისრება თუ არა დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ვალდებულება და რა შემთხვევაში? როგორია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი კერძო და საჯარო სექტორში? როგორ აწესრიგებს კანონი ღამის საათებში მუშაობის საკითხებს? რას ნიშნავს „უქმე დღეები“ და როგორი სამართლებრივი რეჟიმია დაწესებული ასეთ დღეებში მუშაობისათვის?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა…

    გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე,…

    ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]