• ჩემი უფლებები - ნათესავების საალიმენტო ვალდებულებები

    სამშაბათი, 23 იანვარი 2018 21:07 view 4128
    ჩემი უფლებები - ნათესავების საალიმენტო ვალდებულებები

    23 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სამოქალაქო კოდექსი, მშობლებისა და შვილების გარდა, სხვა ნათესავების ურთიერთრჩენის ვალდებულებებსაც ითვალისწინებს.

    გადაცემაში ვისაუბრებთ მეუღლეთა ურთიერთრჩენის და სხვა ნათესავების საალიმენტო ვალდებულებებზე.

    სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში.

    კოდექსის მიხედვით, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ანდა ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისგან.

    შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისგან ან ერთმანეთისგან.

    პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.

    მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ანდა შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.

    ალიმენტის გადახდევინების საქმეზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. საალიმენტო დავებს, როდესაც მოთხოვნილი ალიმენტის წლიური ოდენობა 2000 ლარს აღემატება, იხილავს რაიონული სასამართლო, ხოლო თუ 2000 ლარზე ნაკლებია - მაგისტრატი მოსამართლე.

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]