19 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ცივი იარაღის ტარება კანონით აკრძალულია და მისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
12 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – რას ნიშნავს გადაადგილების თავისუფლება, როგორც ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლება? დღეისათვის რომელ სახელმწიფოებთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და რას გულისხმობს იგი? როგორია ამ ქვეყნებში გამგზავრების პროცედურა? რა სახის კითხვები შეიძლება დაუსვან მოქალაქეებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვთ მათ? რა პირობები უნდა შეასრულოს მოქალაქემ, რომ არ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი? რა დროის განმავლობაში შეგვიძლია შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე ყოფნა? რა სანქციები შეიძლება დაგვეკისროს, თუ დავარღვევთ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?
30 აგვისტოს ჩანაწერი (2017 წ) - ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს დასჯიდნენ, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.
თუშეთში ტურისტული სეზონის დასრულებამდე ორი თვე დარჩა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შიდა გზები ამ დრომდე არ გაუწმენდია. პირიქითის ხეობაში სოფელ გირევთან მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ. დართლოს გზაზე ადგილობრივებმა 5 მეტრიანი ზვავი ხელით და ბენზოხერხებით გაჭრეს. ჩანგრევაზეა შენაქო–დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია და დროს ბრიტანეთში ატარებს.