• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: გარემოს დაცვა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, სამშენებლო ბლოკის საამქროს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ, ტერიტორიიდან გააძევეს. ადგილობრივების თქმით, ინსპექტორები ბლოკის საამქროს მეპატრონის დაჯარიმებას აპირებდნენ, მდინარე ალაზნიდან ქვიშის უნებართვოდ აღების გამო.

    კატეგორია საზოგადოება

    ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილების თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ღამით, მორიგეობის დროს, შველი იპოვეს. როგორც ზელიმხან გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, სავარაუდოდ, შველი ძაღლებს გაურბოდა. ის ღობეში გაძრომას ცდილობდა, რა დროსაც რქები დაიზიანა და სისხლი სდიოდა.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს, რომელიც ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს. ჯოყოლოს მკვიდრის, ზელიმხან გუმაშვილის თქმით, მდინარე ალაზნის პირას შველი ძაღლებისგან გადაარჩინეს, რის შემდეგაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდნენ და ნაკრძალში გადაიყვანეს.

    კატეგორია საზოგადოება

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გაძლიერდება და დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში, მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული. მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ. დანაგვიანებისთვის კი ჯარიმა 80-დან 1 500 ლარამდე იქნება.

    კატეგორია საზოგადოება

    პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დანაგვიანების პრობლემას და განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოაგვარონ.

    კატეგორია პოლიტიკა

    პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბის წევრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს შეხვდნენ. მინისტრმა პანკისელ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა.

    კატეგორია საზოგადოება

    21 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) – რა მეთოდებით არის აკრძალული ნადირობა? როდის არის დაშვებული ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე? რომელ ადგილებშია აკრძალული ნადირობა? რა დოკუმენტებია საჭირო ნადირობისთვის? რას შეადგენს ზიანის ოდენობა გარეული ცხოველის მოკვლის შემთხვევაში სახეობების მიხედვით? ცხოველთა რომელი სახეობებია შეტანილი „წითელ ნუსხაში“? როგორ ისჯება უკანონო ნადირობა?

    კატეგორია ჩემი უფლებები

    პანკისის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს თავს ხშირად ესხმიან. ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მტაცებლებმა 21 სული ცხვარი სოფელ ხალაწანში გაანადგურეს.

    კატეგორია მე და სახელმწიფო

    სიახლეები

    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა…

    გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე,…

    ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]