• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: ჩემი უფლებები

    7 ნოემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია, როგორც სამართალდამცავი ორგანო, უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, რაც მოიცავს სამ კომპონენტს:  ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    31 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია სამართალდამცავი დაწესებულებაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა. პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.  

    კატეგორია ჩემი უფლებები

    24 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) ადამიანის სიცოცხლის დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ იგი განაპირობებს სხვა უფლებებით სარგებლობას.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    17 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. შესაძლებელია სასამართლოში მოწმის იძულებით მიყვანაც.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    10 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – კონსტიტუცია ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი  სხვათა უფლებებს ლახავს.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    3 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი)ადმინისტრაციული პატიმრობა ადმინისტრაციული სახდელებს შორის ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა. იგი გამოიყენება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია დაახლოებით 20-მდე სახის გადაცდომის ჩადენისათვის.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    "ქალების სიტყვა", ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, "მთა და ლიტერატურა", "მთის კიდობანი" - პანკისის სათემო რადიო WAY-მ ახალი გადაცემების მომზადება დაიწყო.

    კატეგორია საზოგადოება

    26 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. იძულებითი ქორწინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, „ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს, რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით ან რაიმე შეზღუდვის გარეშე, უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    19 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ცივი იარაღის ტარება კანონით აკრძალულია და მისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    12 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – რას ნიშნავს გადაადგილების თავისუფლება, როგორც ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლება? დღეისათვის რომელ სახელმწიფოებთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და რას გულისხმობს იგი? როგორია ამ ქვეყნებში გამგზავრების პროცედურა? რა სახის კითხვები შეიძლება დაუსვან მოქალაქეებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვთ მათ? რა პირობები უნდა შეასრულოს მოქალაქემ, რომ არ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი? რა დროის განმავლობაში შეგვიძლია შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე ყოფნა? რა სანქციები შეიძლება დაგვეკისროს, თუ დავარღვევთ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?

    კატეგორია ჩემი უფლებები

    სიახლეები

    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე…

    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება;…

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]