ახალი ამბების გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება
- ცესკოს წინასწარი მონაცემები, თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის ოლქში - „ქართული ოცნება“ ირაკლი ქადაგიშვილი - 47,03% და ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი ბოტკოველი - 40%;
- 1 ნოემბრის 10 საათისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 64% დათვალა. ამ დროისთვის, მეორე ტურის ალბათობა 6 ოლქში გამოიკვეთა;
- საია - საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება;
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი;
- საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში 50%-იანი ბარიერი ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა;
- შსს - პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო. ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე;