• სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: კოვიდპანდემია

    მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. რა გავლენას მოახდენს ეს კოვიდპანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიის აღდგენაზე – ამ საკითხზე პანკისის სათემო რადიო ეკონომისტს, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ესაუბრა.

    კატეგორია პოლიტიკა

    „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იზა ბექაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ მიმდინარეობს აცრის შემდგომი პერიოდი – ამის შესახებ მან პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში ისაუბრა.

    კატეგორია საზოგადოება

    კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრის გაკეთება კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან შვიდში არის შესაძლებელი. გამონაკლისი ახმეტაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილების მონაცემებით, კახეთში 2674-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.

    კატეგორია ფოკუსი
    ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 14:26

    ფოკუსი – პოსტკოვიდური სინდრომი

    „პოსტკოვიდური სინდრომი“ (Long Covid) ამ ქოლგა დასახელების ქვეშ თავს იყრის ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომელსაც COVID-19 გადატანილი პაციენტების ნაწილი განიცდის.

    კატეგორია ფოკუსი
    ორშაბათი, 10 მაისი 2021 19:26

    ფოკუსი – ვაქცინაცია და ტურიზმი

    კორნავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა. ტურიზმი კი იყო ის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, რამაც გარკვეული იმედები გააჩინა.

    კატეგორია ფოკუსი

    პანდემიამ გავლენა სპორტზეც იქონია. პანკისში ასებული ძიუდოს დარბაზი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდები პროფესიონალურად ეუფლებიან სპორტის სხეობას, შეცვლილი დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას. ისევ შეზღუდულია სპორტული შეჯიბრებები და შეკრებები, რაც ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. სპორტი სასკოლო განათლების ნაწილიც არის, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად არ ტარდებოდა.

    კატეგორია ფოკუსი

    დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში ექვსი დღე, 80-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს. პანდემიის გავრცელების პიკში, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ბევრი რამ გაჩერებული იყო, ძიუდოს კლუბის წევრები ვარჯიშს განაგრძობდნენ. ახალი ვირუსის გავრცელებით გამოწვეული დაბნეულობა, ზამთრის ყინვების დროს ღია სივრცეში ვარჯიში და ტრანსპორტის პრობლემა ახლა უკვე უკან არის – პანკისის ძიუდოს კლუბი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. 

    კატეგორია საზოგადოება

    28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში ცხოვრობს და მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ. რამდენად კანონიერია მოქმედი რეგულაციები და ცდილობს თუ არა ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა.

    რა გავლენას ახდენს პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციები გადაადგილების და შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე? რა სირთულეებს აწყდებიან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები და როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს? რამდენად კანონიერია ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც თითქმის 6 თვეა ძალაშია და ხდება თუ არა მისი გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ?

    კატეგორია ფოკუსი

    ბოლო მონაცემებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 267 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტეპის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვაქცინა მხოლოდ თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი. ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ახმეტის ჰოსპიტალიც აკმაყოფილებს.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]