• weather cur horoscope

    ხასო ხანგოშვილი – ეს არის შეტევა განათლების, კულტურის წინააღმდეგ

    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 18:00 view 4938
    ხასო ხანგოშვილი – ეს არის შეტევა განათლების, კულტურის წინააღმდეგ

    „რომ გამოეძიებინათ ადრინდელი დანაშაულებები, მაგალითად, პოლიციას ცხვირწინ რომ ნაძვის ხე დაუწვეს შარშან, ეს აღარ მოხდებოდა. ეს არის შეტევა ყოველივე სიახლის, კულტურის, განათლების წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილი დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობას.

    „ამ დანაშაულამდე აქ შეტყობინებები იგზავნებოდა, რომ ცეკვა, სიმღერები სასურველი არ არისო. ე.ი. რადიკალური მიმდევრობა უტევდა ამ კუთხით. გამოძიების გარეშე უხერხულია ლაპარაკი, თუმცა ეს არის რადიკალური მიმდინარეობის ნამოქმედარი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა თავისი მოვალეობა შეასრულონ, გამოიძიონ ეს საქმე. თუ ახლა ამის გამოძიება არ მოხდა და არ დაისაჯა ეს ხალხი, ესენი უკვე შორს წავლენ“, – განაცხადა უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათმო რადიო WAY–თან საუბარში.

    უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი 3 იანვარს, საღამოს წაუკიდეს. დამწვარია ერთ–ერთი ოთახის კარი და იატაკის მცირე ნაწილი. ცეცხლი დარაჯმა დროულად შენიშნა და მისი ჩაქრობა მოახერხა.

    ორგანიზაციის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, ამ ინციდენტს წინ მუქარები უძღოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.

    დუისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

    4 იანვარს, დუისის კულტურის სახლის ეზოში აქცია გაიმართა, რომელშიც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის თანამშრომლები, პროექტების ბენეფიციარები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის დროულად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. „ყველა ჩვენგანს ძალიან დიდი შიში გვაქვს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც უარესიც მოხდეს. აუცილებელია რომ ძალოვანმა უწყებებმა მიხედონ ამ საქმეს, გამოიძიონ, რადგან მოხდეს პრევენცია შემდგომში თუნდაც მსგავსი ან უარესი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით“, –აღნიშნა ფონდის თანამშრომელმა ლუიზა მუთოშვილმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მეგობრული საუბრებიდან ვიცი, რომ წინააღმდეგობა არ არის - პანკისში ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა…

    ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი…

    დემოკრატიის სკოლა პანკისში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

    11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]