• პანკისის 5 უბნიდან 4 «ოცნებამ» მოიგო, ომალო გაერთიანებულმა ოპოზიციამ

    კვირა, 01 ნოემბერი 2020 00:39 view 2824
    პანკისის 5 უბნიდან 4 «ოცნებამ» მოიგო, ომალო გაერთიანებულმა ოპოზიციამ

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის 5 საარჩევნო უბნიდან დუისის ორ, ჯოყოლოს და ხალაწნის საარჩევნო უბნებზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული წესით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, სოფელ ომალოში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა. პანკისის სათემო რადიომ მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოიპოვა.

    დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1058 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 541-მა ამომრჩეველმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით 290 ხმა დააგროვა, მათი მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა 295 ხმა.

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ 125 ხმა მიიღო, მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 157.

    32 ხმა გაბათილდა.

    ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 430 ამომრჩევლიდან არჩევნებში 216-მა მიიღო მონაწილეობა. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით 112 ხმა მიიღო, მაჟორიტარობის კანდიდატმა 110; გაერთიანებულმა ოპოზიციამ 78 ხმა მიიღო, მაჟორიტარობის კანდიდატმა 82.

    ჯოყოლოს 23 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1316 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 608 ამომრჩეველმა. „ქართულ ოცნებას“ ხმა 251-მა ადამიანმა მისცა, ირაკლი ქადაგიშვილს 257-მა. გაერთიანებულ ოპოზიციას მხარი 168 ამომრჩეველმა დაუჭირა, გიორგი ბოტკოველს 181-მა.

    ომალოს 24-ე უბანში რეგისტრირებული 821 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 413-მა. მათგან 151-მა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, 149 ამომრჩეველმა მის კანდიდატს ქადაგიშვილს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 201 ხმა მიიღო, მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 188.

    დუისის 26 უბანზე 1218 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში 544-მა მიიღო მონაწილეობა. „ქართულმა ოცნებამ“ 291 ხმა მიიღო, ირაკლი ქადაგიშვილმა 299. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 177 ხმა დააგროვა, მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 179.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]