• საინფორმაციო გამოშვება – 20.11.2020 

    პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 22:19 view 1445
    საინფორმაციო გამოშვება – 20.11.2020 

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება;
    • მეორე ტური თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქის 154 უბანზე გაიმართება ვინ და რა ფორმით დააკვირდება არჩევნების პროცესს;
    • 21 ნოემბერს საერთო ოპოზიციურ ფორმატში აქცია აღარ გაიმართება;
    • კახა კალაძე – ვიმედოვნებ, ოპოზიცია სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს;
    • ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ;
    • შალვა ნათელაშვილი – ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ;
    • ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ;
    • შვიდ დიდ ქალაქში დღეს და ხვალ გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება;
    • კახეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
    • ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გარდაიცვალა 41 პირი, დაინფიცირდა 3768 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 4055;
    • თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას 24 ნოემბრიდან განაახლებს;
    • 21 ნოემბრის ამინდის პროგნოზი პანკისის ხეობა +8, ახმეტა +6, გურჯაანი +6, თელავი +7, ლაგოდეხი +8, სიღნაღი +6;

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პანკისის სათემო რადიო განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებებს შემოგთავაზებთ 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 20:00 და 22:00 საათებზე. რადიო ვეის ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში მოგაწვდიან ინფორმაციას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე მთელს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]