• weather cur horoscope

    საინფორმაციო გამოშვება – 27.11.2020 

    პარასკევი, 27 ნოემბერი 2020 22:30 view 1170
    საინფორმაციო გამოშვება – 27.11.2020 

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება. 

    • 24 საათში პანკისის ხეობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
    • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 4780-ით გაიზარდა;
    • კორონავირუსით ექიმი, 57 წლის ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა;
    • პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლება 2 კვირის შემდეგ დაიწყება;
    • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია – დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლი იყო;
    • ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია, ხოლო არსებული რესურსი სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში;
    • 28 ნოემბრიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს;
    • 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვის გამო „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება;
    • ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა;
    • ზაალ უდუმაშვილი –არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მსგავსი მასშტაბის „ლოქდაუნი“ პოლიტიკური ნიშნით დააწესა და არა ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად;
    • დიდ ქალაქებში თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში და ასევე, სათხილამურო კურორტებზე მესტიაში, გოდერძიში, ბაკურიანსა და გუდაურში, 28 ნოემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება;
    • 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვები შემსუბუქდება;
    • მაია ცქიტიშვილი – არც ერთი ბიზნესისთვის არ არის სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე;
    • დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ;
    • რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე – რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მსგავსი შეზღუდვა არ განიხილებოდა;
    • სერგი კაპანაძე – როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს;
    • მაია ცქიტიშვილი – ოპოზიციური პარტიების დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე;
    • პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი;
    • 28 ნოემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +6, ახმეტა +5, გურჯაანი 3, თელავი +4, ლაგოდეხი +6, სიღნაღი +5.

    სიახლეები

    დასაქმდი თეგეტას თელავის ფილიალში

    „თეგეტა მოტორსი“ ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ,…

    სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, პანკისის სპეცოპერაციაზეც

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად…

    რუსეთმა ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა მოითხოვა - CNN

    რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]