• საინფორმაციო გამოშვება – 01.12.2020 

    სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 23:13 view 1527
    საინფორმაციო გამოშვება – 01.12.2020 

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • კახეთში კორონავრუსის 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი – პანკისში;
    • კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა არ არის გამორიცხული ახალი კოვიდ-კლინიკები გაიხსნას;
    • საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა;
    • ბოლო 24 საქართველოში, ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 3574 ადამიანი და გარდაიცვალა 36;
    • 24 საათში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა;
    • საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა;
    • 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან;
    • ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება;
    • სერგი კაპანაძე – ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს ის მძიმე კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია;
    • საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა;
    • EMC მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია;
    • ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ანა მიქელაძის წასვლასგაყალბებულ არჩევნებს“ უკავშირებს;
    • მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს;
    • საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მეორე დღეა სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს;
    • შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული;
    • Moderna-ს ვაქცინის კანდიდატი დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტურობით მოქმედებს. დატესტილ მოხალისეთა შორის კორონავირუსის გართულებული შემთხვევა საერთოდ არ აღმოჩნდა;
    • ლაჩინის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ;
    • ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან;
    • პირველი დეკემბრის ამინდის პროგნოზი პანკისის ხეობა +8, ახმეტა +7, გურჯაანი +7, თელავი +8, ლაგოდეხი +10, სიღნაღი +8.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]