• საინფორმაციო გამოშვება – 04.12.2020

    პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 20:59 view 1382
    საინფორმაციო გამოშვება – 04.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 335 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი პანკისის ხეობაში;
    • 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2336 და გარდაიცვალა 38 პაციენტი;
    • დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება;
    • ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით რეინფიცირება ჯერჯერობით არ არის დადასტურებული და მიმდინარეობს კვლევები;
    • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უარყო ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანა ნაცნობობით ხდება;
    • ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება;
    • ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს;
    • ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 1041 ადამიანი დააჯარიმეს;
    • ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა;
    • ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი - ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, რომ პროგრესს მივაღწიოთ;
    • „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როდის ჩაინიშნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.
    • პროკურატურამ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმოწერა გაასაჯაროვა;
    • აზერბაიჯანთან საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში მივიდა;
    • შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდშისაქართველოს ბანკზეთავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს;
    • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა;
    • ხვალ, 5 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]