• weather cur horoscope

    საინფორმაციო გამოშვება – 04.01.2021

    ორშაბათი, 04 იანვარი 2021 20:46 view 465
    საინფორმაციო გამოშვება – 04.01.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პანკისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება;
    • ახმეტა–თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2021 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს;
    • „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა;
    • პანკისის ხეობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა;
    • ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება – პაატა იმნაძე;
    • „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს;
    • „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური პარტია, გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება – ირმა ინაშვილი;
    • რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული – ნიკოლოზ სამხარაძე;
    • დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერების მიზნით ახალი რეგულაციები დაწესდება;
    • პეკინში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით 1 იანვრიდან დღემდე 73 500-ზე მეტ ადამიანს ვაქცინაცია ჩაუტარდა;
    • 5 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +7, ახმეტა +7, გურჯაანი +5, თელავი +4, ლაგოდეხი +5, სიღნაღი +3;

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]