• weather cur horoscope

    რადიოკაფე – პირველი არჩევნები პანკისელი თინეიჯერებისთვის 

    პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 23:03 view 1157
    რადიოკაფე – პირველი არჩევნები პანკისელი თინეიჯერებისთვის 

    მარდია, ანა, მარიამი და გიორგი 31 ოქტომბერს პირველად მივლენ არჩევნებზე. თინეიჯერებმა პროპორციული წესით ერთი პარტია და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 ოლქიდან ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიონ. ისინი თანატოლებს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა ხმა მისცენ ცვლილებებს. 

    მე-10 მაჟორიტარულ ოლქში 17 კანდიდატი იბრძოლებს დეპუტატის მანდატისთვის, თუმცა უფროსების მსგავსად, ახალგაზრდებმაც ძირითადად 3-4 კანდიდატის ვინაობა იციან. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები და მათი წარმომადგენლები ახალგაზრდებს არ ხვდებიან და შესაბამისად, მათ ინტერესებსაც არ ითვალისწინებენ. 

    ახალგაზრდების ცხოვრებაში არჩევნების როლზე, პოლიტიკასა და პანკისის ხეობის მომავალზე „რადიოკაფეს“ ეთერში საუბრობენ: 

    მარდია დუიშვილი – 18 წლის, მოსწავლე

    ანა ბაიდაური – 18 წლის, სტუდენტი

    მარიამ მარგოშვილი 19 წლის, სტუდენტი

    გიორგი მოკვერაშვილი 19 წლის, სტუდენტი

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    19 წლის მარიამ მარგოშვილი, ბავშვობიდან ელოდება არჩევნებზე მისვლას. იგი ამბობს, რომ წლების წინ, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, „პოლიტიკის კლანჭები“ შეეხო მის ნათესავებს. მას შემდეგ ოჯახის წევრებს „კარნახობდა“ თუ ვისთვის მიეცათ ხმა და უკვე 2020 წელს, პერსონალურად გააკეთებს არჩევანს, რადგან „პოლიტიკისგან გამიჯნული ვერ იქნება“. 

    18 წლის ანა ბაიდაური საკუთარ თავს ყველაზე აპოლიტიკურ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ხვალ კენჭისყრის უბანზე მივა, რადგან წლების მანძილზე დაინახა რამხელა ძალა აქვს ხალხს, ვისაც ცვლილებები უნდა. 

    19 წლის გიორგი მოკვერაშვილმა ჯერ არ იცის, რამდენიმე საათის შემდეგ ვის დაუჭერს მხარს, თუმცა ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მშობლების და მოხუცების ვალი არაა და ძალა თინეიჯერების ხელშიცაა. 

    18 წლის მარდია დუიშვილი ჯერ მხოლოდ მეთორმეტე კლასშია. იგი ინფორმირებულია ქვეყნის განვითარებაში არჩევნების გადამწყვეტ როლზე და მიიჩნევს, რომ მათი მოვალეობაა მივიდნენ არჩევნებზე და თავად გადაწყვიტონ, რეალურად ვის ჩააბარებენ საქართველოს მომავალს. 

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]