• weather cur airplane

    გრემის ჯილდოს მფლობელი რეპერის ალბომში ქისტურ-ლათინური სინგლი „ომი“ შევიდა

    ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 16:48 view 2765
    გრემის ჯილდოს მფლობელი რეპერის ალბომში ქისტურ-ლათინური სინგლი „ომი“ შევიდა

    პუერტო-რიკოელი რეპერის, რენე პერეს ჯოგლარის, მეტსახელად „რეზიდენტეს“ (Residente) ალბომში, რომელმაც გრემის უკანასკნელ დაჯილდოებაზე ჯილდო მოიპოვა, ქისტურ-ლათინური სინგლიცაა შესული. სინგლში სახელწოდებით ომი“, ქისტურ-ჩეჩნური საგალობელი (ნაზმი) ისმის, რომელსაც პანკისის ფოლკლორული ანსამბლი აზნაშ ლამანი ასრულებს.

    სინგლი „ომი“ 2016 წელს, საქართველოში, „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. „ბრავო რექორდსის“ ინფორმაციით, რეპერი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც გენეტიკური კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. „რეზიდენტემ“ გენეტიკური სამშობლოები მოიარა და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, მათ შორის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და პანკისში, სადაც ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო. სწორედ „აზნაშთან“ ერთად გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. მის ალბომშიც მთავარი აქცენტი მშვიდობაზე კეთდება. 

    28 იანვარს, ნიუ-იორკში გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ალბომმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო ლათინური როკი, ურბანი ან ალტერნატივა“.

    „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ ამ გამარჯვებას საქართველოს უდიდესი წარმატება უწოდა და აღნიშნა, რომ რეპერის მიერ თავის დროზე გაკეთებული ანტიქართული განცხადებების გამო ამ წარმატების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს იკავებდნენ. 

    „საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რეპერმა მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში, რომ ვითომდა საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს - ოსებს, აფხაზებს და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. პროტესტის მიუხედავად, „ბრავო რექორდსის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვება და პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბრავო რექორდსის“ მთავარი ხმის რეჟისორის ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი, რომელმაც იმუშავა ამ სინგლის ჩაწერაზე, მიქსინგსა და მასტერინგზე“, - განაცხადა ზაზა შენგელიამ. 

    ანსამბლ „აზნაშ ლამანის“ (მთის ჰანგები) წევრები მანანა ალხანაშვილი, დარეჯან მარგოშვილი, რუსუდან ფარეულიძე, მარხა მაჩალიკაშვილი, ნატო მუთოშვილი არიან. ისინი წლების განმავლობაში მაყვალა მარგოშვილის მიერ 1996 წელს დაფუძნებულ ანსამბლ „აზნაშის“ შემადგენლობაში მოღვაწეობდნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე…

    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება;…

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]