• weather cur airplane

    ომბუდსმენი – მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 16:50 view 778
    ომბუდსმენი – მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება

    საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს იყო თუ არა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო უწყებების მიერ ძალის გადამეტება ან დაგვიანებული და არაეფექტიანი სამედიცინო დახმარება.

    „ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ მაქსიმალურს იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს და ასევე, გაეწია თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

    საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და საზღვარგარეთ მდებარე კლინიკებთან მოლაპარაკებების, ასევე, პაციენტის გადაყვანის შესაძლო შეფერხების მიზეზების განმარტების თაობაზე, ხოლო  პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დროულობისა და ხარისხის საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას მოცემულ ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოიჩენს კეთილ ნებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

    26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, დილის 8 საათზე გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას გული გაუჩერდა და რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

     

    მსგავს თემაზე:

    მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა შესაძლოა 2-ჯერ იყოს განხორციელებული

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]