• weather cur airplane

    იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 01:57 view 7951
    იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    „იყო მუქარები, რომ „გაეთრიეთ პანკისიდან“, „თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, - აცხადებს იზა ბექაური, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი. 3 იანვარს, საღამოს, ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

    „საღამოს ალბათ 7 საათი იქნებოდა დაწყებული, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კლუბში ცეცხლი იყო გაჩენილი. მაშინვე დავურეკე ჩვენს თანამშრომელს, იურისტს, რომელიც პანკისში ცხოვრობს და ვუთხარი, რომ ადგილზე მისულიყო და პოლიციაშიც დაერეკა. როცა ადგილზე მოვედი, მოსახლეობა ეზოში იყო შეკრებილი, პოლიციაც აქ იყო უკვე. შენობაში მოგვიანებით შემიშვეს და ვნახე, რომ კომპიუტერების ოთახის კარი არის დამწვარი. აივანზე, იატაკზე, დასხმულია როგორც მითხრეს სალიარკა, ასევე ფანჯარაა შეხსნილი, შიგნით არის კორიდორში გადასული, ორი ოთახის კარი ყოფილა ღია და იქაც არის შესხმული სალიარკა. ჩვენ გვყვავს ღამის დარაჯი. როცა მოსულა კლუბში, ცეცხლი ახალი გაჩენილი ყოფილა და ჩაქრობა მოახერხა“, – აცხადებს იზა ბექაური პანკისის სათემო რადიო WAY–თვის მიცემულ ინტერვიუში.

    „ერთადერთი რაც პოლიციას ვუთხარი, ის შემიძლია თქვენთან გავიმეორო, რომ ბოლო პერიოდში, ნოემბრის მიწურულს, მე მქონდა რაღაც უსიამოვნებები ფეისბუქის საშუალებით. კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ნამდვილად არვიცი. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაცია და ამას მოჰყვა ხალხის ნაწილის გაღიზიანება. ფეისბუქით იყო მუქარები, რომ გაეთრიე პანკისიდან, თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია და ა.შ. იმის მერე ჩვენ შევხვდით მაგათ ლიდერებს და მეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ... მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, – აღნიშნავს იზა ბექაური.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა პანკისის სათემო რადიოსთან რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტიც გაიხსენა.

    „პრეზიდენტის ფონდმა დაგვიფინანსა ცეკვის სასწავლო კურსი და მაშინაც, როცა პირველად დავიწყეთ მეცადინეობა, მოგვივარდნენ და გვეჩხუბნენ, რომ ნუ უკრავთ და ნუ გამოდის თქვენი შენობიდან მუსიკის ხმა. არც მაშინ არ მიგვიმართავს პოლიციისთვის, რადგან ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დაწყნარდებოდა. ახლა ვითხოვ, რომ გამოიძიონ ვინ გააჩინა კლუბში ხანძარი“, – ამბობს იზა ბექაური.

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი დღეს, საღამოს წაუკიდეს. დამწვარია ერთ–ერთი ოთახის შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ – კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ნახეს ჭურჭელი, რომლითაც უცნობი პირის ან პირების მიერ კულტურის სახლში საწვავია მიტანილი და სხვადასხვა ადგილზეა დასხმული ცეცხლის გავრცელების მიზნით. წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილია თითის ანაბეჭდებიც. ფაქტზე ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში გამოძიება მიმდინარეობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]