• weather cur airplane

    ჩემი უფლებები – რა უფლებები გვაქვს, როცა მოწმის სახით გვიძახებენ

    სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 16:00 view 356
    ჩემი უფლებები – რა უფლებები გვაქვს, როცა მოწმის სახით გვიძახებენ

    17 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. შესაძლებელია სასამართლოში მოწმის იძულებით მიყვანაც.

    ვინ შეიძლება იყოს მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე? როგორია მოწმის მიერ ფიცის დადების წესი? რა უფლება-ვალდებულები აქვს მოწმეს სისხლის სამართლის საქმეზე? ვის არ ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და ჩვენების მიცემის ვალდებულება? როგორია გამოკითხვის წესები? რა შედეგები მოსდევს სასამართლოში მოწმის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    მალხაზ მაჩალიკაშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ…

    შალვა ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის გამო გომელაურის გადადგომას ითხოვს

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად…

    სუს-ში პანკისის ხეობიდან დაბარებული სამი ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით პანკისის ხეობიდან მოწმის…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]