• weather cur airplane

    პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

    სამშაბათი, 23 მაისი 2017 20:16 view 1101
    პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

    მინისტრი უხუცესებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომუშავე პირებს შეხვდა.

    „სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

    პროექტი Zrda პანკისის ხეობის სოფლებში მოსახლეობას დახმარებას უწევს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ.

    გარდა ამისა, პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით.

    პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობაში უკვე მოეწყო სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარეობს ბოსტნეულის ჩითილების წარმოება. ადგილობრივმა ფერმერებმა ისარგებლეს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამითაც, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად. პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა შეიძინეს ხელის ტრაქტორები და ხელსაწყოები, რომლის ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოახდინა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მალხაზ მაჩალიკაშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ…

    შალვა ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის გამო გომელაურის გადადგომას ითხოვს

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად…

    სუს-ში პანკისის ხეობიდან დაბარებული სამი ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით პანკისის ხეობიდან მოწმის…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    [email protected]