• weather cur airplane

    ZRDA პროექტის საგრანტო კონკურსი ახმეტაში, პანკისსა და თუშეთში მცხოვრები პირებისთვის

    სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 10:11 view 1982
    ZRDA პროექტის საგრანტო კონკურსი ახმეტაში, პანკისსა და თუშეთში მცხოვრები პირებისთვის

    აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA აცხადებს საგრანტო პროგრამას ახმეტის მუნიციპალიტეტში, პროექტის სამიზნე თემებში (ქალაქი ახმეტა, მატანი, საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ხალაწანი, ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ომალო) მცხოვრები პირებისთვის.

    საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მოქმედ მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს არსებული ბიზნეს იდეის განხორციელებაში. არსებული და დამწყები მეწარმეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე წარდგენილი ბიზნეს იდეის და დასაბუთებული მდგრადობის შედეგად. აღნიშნულის გარდა, გრანტის მიმღებთათვის ზრდა პროექტი უზრუნველყოფს შესაბამის ტექნიკურ დახმარებას საგრანტო პროექტის განხორციელების პროცესში. 

    საგრანტო პროგრამის ფარგლებში ზრდა პროექტი დააფინანსებს დაახლოებით 60 საგრანტო პროექტს.

    საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება ღია გრუნტზე/სათბურში, მეფუტკრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, ტურისტული მარშუტების მომზადება, სარეკლამო მასალების ბუკლეტების/ფლაერების დაბეჭდვა, ვებ გევრდის დამზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და სხვა ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს იდეა); სოფლის მეურნეობასა და ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტ კაფეს, საცხობის, ველოსიპედების მომსახურების მოწყობა და სხვა); სრულწლოვანი ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეა, რომელიც შეეხება ზემოთ ჩამოთვლის სექტორებს ან ბიზნეს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების პროცესში ინტეგრირებას.

    განაცხადები განიხილება ასევე იმ შემთხევაში, თუ ამ ჩამონათვალში არ არის მოცემული, მაგრამ ემსახურება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ თემებში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორების განვითარებას.

    „მაგალითად, სოფლის მეურნეობაში შეიძლება დაფინანსდესხილის, ბოსტნეული ან კენკროვანი კულტურების წარმოება, ბაღების გაშენება. ასევე, ტურიზმის კუთხით შეიძლებასასტუმროს მოწყობა, სარეკლამო მასალების დაბეჭდვა, ვებგვერდების დამზადება სასტუმროსთვის ან რაიმედანადგარების ყიდვა, რაც შესაძლებელი იქნება საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

    განსაკუთრებით გვინდა ყურადღება მივაქციოთ ახალგაზრდობას. თუ რაიმე კონკრეტული იდეა ექნებათ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას ეკონომიკურ საქმიანობაში, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და დავაფინანსებთ.

    მხოლოდ პანკისის ხეობაში ჩვენ უკვე დავაფინანსეთ 10 პროექტი, მაგრამ 10 საგრანტო პროექტის გარდა, ჩვენი სატრენინგო პროგრამები გაიარა 11-მა საოჯახო სასტუმრომ, ასევე ავაშენეთ 4 სადემონსტრაციო ბაღი, სანერგე მეურნეობა პომიდვრის და კიტრის წარმოებისთვის და ა.შ. ახლა ვფიქრობთ, რომ მთლიანად ჩვენს აქტივობებს გავაფართოვებთ ახმეტის ფარგლებში“ - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ZRDA პროექტის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბურიძემ.

    თითოეული საგრანტო პროექტის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს, თუმცა განაცხადში შესაძლებელია ნაკლები თანხის მოთხოვნა. საგრანტო პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია თანამონაწილეობა, რაც განსაზღვრულია საგრანტო პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 35%-ით. მეწარმის თანამონაწილეობა უნდა იყოს ფულადი სახით. 

    დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 5 მარტისა (17:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ზრდა პროექტის ახმეტის რეგიონულ ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა, ლესელიძის ქუჩა N36, მეორე სართული.

    სამიზნე თემებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები: ქალაქ ახმეტის საბავშვო ბიბლიოთეკა (ახმეტის კლუბი) 13 თებერვალს 13:00 საათზე;დუისის საზოგადოებრივ ცენტრი (ყვარელწყალი) 14 თებერვალს 10:00 საათზე; ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 14 თებერვალს 13:00 საათზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]