• პანკისში ჰაერის ხარისხი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე შეამოწმეს

    ორშაბათი, 08 მაისი 2017 19:58 view 2692
    პანკისში ჰაერის ხარისხი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე შეამოწმეს

    გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პანკისის ხეობაში ჰაერის ხარისხი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე შეამოწმეს.

    სპეციალისტების მტკიცებით, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰაერში მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშიროჟანგის კონცენტრაციები დასაშვებ ნორმაზე ბევრად დაბალია და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს.

    „ასევე გაიზომა ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივე. მობილური კავშირგაბმულობის ანძების შედეგად გამოწვეულ გამოსხივებაზეა საუბარი. მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან კი გავზომეთ ელექტრული ველის დაძაბულობა. ელექტრომაგნიტური ველის დასაშვები ნორმა არის 10 მიკროვატი, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 3. რაც შეეხება მაღალი ძაბვის ხაზებთან ელექტრული ველის დაძაბულობას, ამას ნორმატიული ზღვარი არ აქვს. უფრო სანიტარული ნორმებია, რომ მოსახლეობიდან რა მანძილით უნდა იყოს ეს ხაზები დაშორებული. რომ გავზომეთ იყო 30 ვოლტის ფარგლებში, რაც ნამდვილად დაბალია“, – უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ს გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საექსპედიციო მომსახურების სამმართველოს უფროსმა ლევან პაპაჩაშვილმა.

    სპეციალისტებმა მდინარე ალაზნიდან წყლის სინჯებიც აიღეს წყლის ხარისხის შესამოწმებლად. კვლევის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ექსპრესლაბორატორიის მუშაობა პანკისელ ახალგაზრდებსაც გააცნეს. მანამდე ახალგაზრდებს პანკისის სათემო რადიოს ოფისში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

    ამასთან, სოფელ დუისში გამწვანების აქციაც გაიმართა. აქციის ფარგლებში წიწვოვანი (შავი ფიჭვი) და ფოთლოვანი სახეობის ნერგები დაირგო.

    პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]