• პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

    ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 14:09 view 4220
    პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

    პანკისის უხუცესთა საბჭოს, ქალთა საბჭოს და ხეობაში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციისთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება ოპერატიულად და ობიექტურად მოხდეს.

    "პანკისის ხეობის მაცხოვრებლები დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ქართული ძალოვანების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა.

    ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

    ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებითაც რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესებს", - მიმართვა უხუცესთა საბჭოს წევრმა ზაურ გუმაშვილმა წაიკითხა.

    უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, ადგილობრივების მოთხოვნაა გამოძიება იყოს ობიექტური. "თუ შევნიშნავთ რომ მართლაც არ მიმდინარეობს ობიექტურად ეს გამოძიება, მაშინ ჩვენ გამოვნახავთ ღონისძიებებს რა როგორ უნდა წარიმართოს, ასე არ დავტოვებთ. გამოძიების წინაღმდეგი ჩვენ არ ვართ, უნდა მოხდეს გამოძიება. დამნაშავე თუ არის, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს სასჯელიც, მაგრამ თვითნებური სასჯელი, რომ სროლა პირდაპირ მძინარე ახლადგაღვიძებული ახალგაზრდისთვის, ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. მე ვფიქრობ, სპეცრაზმმა გადააჭარბა უფლებამოსილებას. შეშინებული იყო, შიშით რაღაცა წარმოიდგინა და ესროლა. ასეთი პიროვნება არ უნდა იყოს სპეცრაზმში", - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]