• weather cur airplane

    თემირლან მაჩალიკაშვილს 11 იანვარს დაკრძალავენ

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 00:28 view 1036
    თემირლან მაჩალიკაშვილს 11 იანვარს დაკრძალავენ

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობაში გადაასვენეს. გარდაცვლილს 11 იანვარს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ახლობლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან დაუყოვნებლივ ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრაში ბრალდებული პირის გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას.

    ახლობლების თქმით, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ ხელმძღვანელმა პირმაც, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

    თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ორი კვირის განმავლობაში დაჭრილი კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ის 10 იანვარს, დილით გარდაიცვალა. ექიმების თქმით, პაციენტს გული გაუჩერდა.

    მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილსაც, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. 9 იანვარს პანკისში იგივე ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ზურაბ იდოიძე დააკავეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მძღოლი, რომელმაც პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახა, ახმეტის მერიის თანამშრომელია

    მამაკაცი, რომელმაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე,…

    22 სექტემბერს დაგეგმილი „პანკისობა“ შესაძლოა ჩაიშალოს

    22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა…

    პანკისში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა

    პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 78…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]