• სუს-ში პანკისის ხეობიდან დაბარებული სამი ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა

    სამშაბათი, 16 იანვარი 2018 01:06 view 5128
    სუს-ში პანკისის ხეობიდან დაბარებული სამი ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით პანკისის ხეობიდან მოწმის სახით დაბარებული სამი ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა.

    შოაიფ მარგოშვილს, ჯაბრაილ ქუშანაშვილსა და იუსუფ ხანგოშვილს სუს-ში დაკითხვაზე გამოძახების თაობაზე უწყებები 14 იანვარს ჩააბარეს. მანამდე, 13 იანვარს, საღამოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა, ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად იუსუფ ხანგოშვილიც იყო გადაღებული, თუმცა სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში მისი სახე დაფარულია.

    იუსუფ ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის და უხუცესთა კავშირის წევრის, ჯარაფ ხანგოშვილის შვილია. შოაიფ მარგოშვილი კი პანკისში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, რამაზ მარგოშვილის შვილია.

    დადასტურებული ინფორმაციით, სუს-ში დაბარებული სამივე ახალგაზრდა, დაახლოებით 2 წლის წინ, პანკისიდან სასწავლებლად ირანში იყო გაგზავნილი.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს, თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტახმადოვი და წინა დღეს, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი, 2016-2017 წლებში პანკისის ხეობაში ყველაზე ხშირად რამაზ მარგოშვილს სტუმრობდნენ. რამაზ მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი მეზობლები იყვნენ. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თემირლანმა აღნიშნული პირები პანკისში გაიცნო. ისინი საკუთარ თავს სეიფულას და აბდულას უწოდებდნენ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]