• პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ახმეტის მუნიციპალიტეტში

    კვირა, 11 თებერვალი 2018 15:37 view 6897
    პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ახმეტის მუნიციპალიტეტში

    ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ოფისი განთავსებულია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. პროექტის კოორდინატორის სამუშაო არეალი მოიცავს პანკისის ხეობას და თუშეთს.

    ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა; საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; პანკისის სათემო რადიო WAY–ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; პანკისის ხეობასა და თუშეთში ტურიზმის განვითარებაში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა; ღონისძიებების შესახებ ანგარიშისა და საინფორმაციო მასალების მომზადება);

    მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდა (სასურველია); ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი.

    ანაზღაურება – 1000 ლარი;

    დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. სამოტივაციო წერილში აუცილებელია მიუთითოთ 2 პირის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც გაგიწევთ რეკომენდაციას.

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 თებერვალი. არასრული განაცხადები არ განიხილება!შერჩეულ პირებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პოპულარიზაცია; საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ადვოკატირება; ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა; ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება და სხვა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]