• გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება - გამბულატოვი

    კვირა, 18 თებერვალი 2018 15:04 view 4552
    გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება - გამბულატოვი

    2018 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება, - ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის დირექტორმა სულთან გამბულატოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

    „2018 წელს თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ აპრილში გაჩნდეს ახალი მარშრუტები, მათ შორის დუბაის და ამანის მიმართულებით. ასევე, იგეგმება ახალი ავიარეისები გროზნოსა და ისეთ ქალაქებს შორის როგორიც არის სოჭი, დონის როსტოვი და სიმფეროპოლი“, - ამბობს გროზნოს აეროპორტის დირექტორი.

    TASS-ის ცნობით, 2017 წელს გროზნოდან რეგულარული ავიარეისები დაინიშნა სტამბოლის, მიუნხენისა და პეტერბურგის მიმართულებით.

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს.

    ოფიციალური ინფორმაციით, გროზნოს საერთაშორისო აეროპორტი 5 ავიაკომპანიის რეისებს იღებს. რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ავიარეისებს ასრულებს ავიაკომპანია „გროზნი ავია“, რომელიც 2007 წელს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლიდან კომპანია ბაზირებულია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლშიც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]