• weather cur airplane

    ფოთში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართა

    შაბათი, 28 აპრილი 2018 10:53 view 697
    ფოთში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართა

    ქალაქ ფოთში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართა, რომელსაც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა“ უმასპინძლა. კულტურიის დღეების ფარგლებში ქისტმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა წაიკითხა ლექცია ქისტი ხალხის ფენომენი ქართულ სინამდვილეში და ქართულ-ვაინახური ურთიერთობების ათასწლოვანი დინამიკა“, ფოლკლორის ცენტრში კი ქართულ-ვაინახური შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

    ვაინახური კულტურის დღეების ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრებლები, პანკისის უხუცესთა კავშირის და ქისტ ქალთა საბჭოს წევრები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    „ფოთის თეატრში, რომელიც ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის დროს არის აშენებული, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა წარმოგვიდგინეს საკმაოდ მაღალი დონის კონცერტი მეგრული ტკბილი სიმღერებით და ჩვენთვის საჩუქრად მოძღვნილი ჩეჩნური ცეკვით.  ყველა აღნიშნავდა ქართულ-ვაინახური ურთიერთობების უძველესი ფესვების, გენეტიკურ ნათესაობის შესახებ, ძალიან ბევრმა გაიხსენა 1990-იანი წლების კრიზისის დროს ქართველებისა და ვაინახების ურთიერთობები. ღონისძიების ბოლოს, ჩვენმა დელეგაციამ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს ჩეჩნურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ და  სიმბოლური ჩეჩნური კოშკი გადასცა“, – უთხრა „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    ვაინახური კულტურის დღეებს ესწრებოდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საამაყოა, რომ ქართველებსა და ქისტებს მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა, მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებთ.

    „მისასალმებელია, რომ ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების პერიოდში ქართული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისეს, მაგრამ საკუთარიც შეინარჩუნეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფის კულტურა და თვითმყოფადობა დაცული იყოს, მაქსიმალურად წარმოჩინდეს. ვაპირებთ, სამომავლოდ განვაგრძოთ მუშაობა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა თანასწორი იყოს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

    ვაინახური კულტურის დღეები ფოთის მერიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.

    [gallery ID=75]

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში,…

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს…

    პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

    95 წლის ასაკში, პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა.
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]