• ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 15:55 view 4383
    ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რატომ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიანო. მართალს ამბობდა. სააკაშვილიც აცხადებდა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიან. ეს ხელისუფლება პირიქით ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რას მივაწერო ეს?“- აღნიშნა პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    დღეს, დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთეს.

    ელისო კილაძის თქმით, პანკისში რუსული პროვოკაციაა დაგეგმილი: „შევეცდებით, ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ის რუსული პროვოკაცია, რომელიც პანკისში არეულობას და სპეცოპერაციების ჩატარებას ემსახურება. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს სიმართლე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“.

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა: „მე ნაკლებად მგონია, რომ ჩემი დაკავების საფრთხე არსებობდეს, რადგან, მე თუ დამაკავეს, ამას ხეობიდან მართლა რაღაც მოჰყვება. არა მგონია დამაკავონ.

    ზაზა და ელისო ჩემთან ერთად წავიდნენ ხელისუფლების, სუსის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ მოკლულია დავით სარალიძე, მაგრამ მკვლელი არ ჩანს. მოკლულია თემირლანი პირდაპირ სახელმწიფოს მიერ. ამ სასტიკმა დანაშაულმა გაგვაერთიანა. ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სიმართლე არ გამოაშკარავდეს. შეშინების გზით ცდილობენ გაგვაჩერონ. დღეს ეს ადამიანები იმის გამო არიან ჩამოსულები, რომ მე გამომიცხადონ სოლიდარობა. გამოუცხადონ მთელ პანკისის ხეობას სოლიდარობა. მათ იციან, რაც ხდება და გუნებაში რაც აქვს ხელისუფლებას“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]