• ჩემი უფლებები - ფაქტების კონსტატაცია

    ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 14:13 view 6225
    ჩემი უფლებები - ფაქტების კონსტატაცია

    28 თებერვლის ჩანაწერი (2017 წელი) – კერძო დავების განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპით წარმოებს - მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ დაამტკიცონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მათი სარჩელი და შესაგებელი ემყარება. შესაბამისად, მაღალი ხარისხისმტკიცებულებების წარდგენა დავის წარმატებით დასრულების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხშირ შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვების ოპტიმალურ გზას ფაქტის კონსტატაცია, ანუ მისი დადგენა და დოკუმენტურადდაფიქსირება წარმოადგენს.

    ფაქტების კონსტატაცია კანონმდებლობაში 2012 წლის 8 მაისიდან იქნა შემოღებული. ინსტიტუციურად კი მას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს.

    რა არის ფაქტების კონსტატაცია? რა შემთხვევაში შეიძლება ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა? ვინ შეიძლება მოითხოვოს ფაქტების კონსტატაცია და როგორი წესით? როგორი პროცედურით ხდება ფაქტების კონსტატაცია? რა შეიძლება იყოს ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები? რა ღირს ფაქტების კონსტატაცია?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]