თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები, - ანუ ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
ამასთან, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
როგორ ნაწილდება კანონით მეუღლეთა უფლებები ოჯახის ქონებაზე? როგორია მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესი? რა ქონება ითვლება მეუღლეების ინდივიდუალურ საკუთრებად? რა შემთხვევაში შეიძლება მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა? როგორია მეუღლეთა ქონების გაყოფის კანონისმიერი წესები? მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისას გაითვალისწინება თუ არა არასრულწლოვანი შვილების ინტერესები? მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის უფლება ექვემდებარება თუ არა ხანდაზმულობას?
სტუდიაში კითხვებს პასუხობს:
გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.