• სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 20:49 view 6517
    სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ - რაისა და ტაისა, მომღერალი დები პანკისიდან

    „მუსიკა ერთ-ერთი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩემი სიცოცხლე მუსიკაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ეს ბედნიერებაა, მუსიკით ვცოცხლობთ. დღეს ისეთი სიტუაციაა პანკისში, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ, ჩვენ ისე გვაქვს მუსიკა გამჯდარი, ვინც რაც არ უნდა თქვას, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიმღერებთ“, - რაისა და ტაისა ანსამბლ „ლაამან აზნაშის“ (მთის ჰანგები) წევრები არიან. მსოფლიოს 19 ქვეყანა აქვთ შემოვლილი. გასულ წელს, სპეციალური მიწვევით ავსტრალიაშიც იმყოფებოდნენ.

    რაისა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობს, ტაისა დუმასტურში. ბავშვობიდან მღერიან. მუსიკის მიმართ სიყვარული და ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვათ.

    ანსამბლი „აზნაში“ 1995 წელს მაყვალა მარგოშვილმა ჩამოაყალიბა. ხეობაში კარდაკარ უვლია და ვისაც სმენა და ნიჭი ჰქონდა, ერთად შეკრიბა. ანსამბლის წევრებს საკუთარ სახლში ამეცადინებდა. დარბაზი არც ახლა აქვთ. ანსამბლს 4 წევრი ჰყავს.

    „ხელისუფლების მხრიდან არანაირი დახმარება არ არის. ხელი მაინც არ ჩაგვიქნევია. ჩოხები და საკრავები, რაც შევძელით, ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ. ყველა ინსტრუმენტი არ გვაქვს. სხვა თუ არაფერი, ცუდადაც რომ ვიყო და ფანდური და გარმონი ავიღო, რომ გავაჟღერებ, არაფერი აღარ მტკივა. თუნდაც კაპიკი ფული არ მქონდეს, მუსიკით ვცოცხლობ“, - ამბობს ტაისა.

    „ლაამან აზნაში“ ქართულ და ვაინახურ სიმღერებს მღერის, ძირითადად, მშვიდობაზე. რეპერტუარში რუსული სიმღერები არ აქვთ, „მტრის ენაზე არ ვმღერითო“.

    შვილის გარდაცვალების შემდეგ რაისა ძირითადად ჩეჩნურ საგალობლებს, ნაზმებს ასრულებს.

    ანსამბლს 5 წელია ფრანგი პროდიუსერი ჰყავს. „ლაამან აზნაშის“ ქისტურ-ჩეჩნური საგალობელი, პუერტო-რიკოელი რეპერის, რენე პერეს ჯოგლარის, მეტსახელად „რეზიდენტეს“ (Residente) ალბომში შევიდა, რომელმაც 2018 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა.

     

    „ეს გალობა ყველას უყვარს. ავსტრალიაშიც ამ გალობის გამო მიგვიწვიეს. წელს ჰამბურგში ვიყავით და წლის ბოლომდე საფრანგეთში ვართ მიწვეულები. პანკისში ზოგიერთები იცინიან, პატრონი არ ჰყავთ, ეს ქალები რომ გააჩერონო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ. სადაც არ უნდა წავიდე, არც ლოცვას ვტოვებ, არც მარხვას ვაცდენ“. 

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]