• ინტერვიუ მაყვალა ცისკარიშვილთან, რომელიც პანკისში ქრისტიანულ სალოცავს აშენებდა

    შაბათი, 20 მაისი 2017 13:04 view 2597
    ინტერვიუ მაყვალა ცისკარიშვილთან, რომელიც პანკისში ქრისტიანულ სალოცავს აშენებდა

    „წმინდა გიორგის ნიში იყო მანდ. დამხვდა დანგრეული. ვთხოვე სიძეს, რომ პირვანდელი სახე მიეცა მაგისთვის. რომ ჩამოვედი, მითხრა, გავაკეთეო. აღდგომა დღეს, დილის 9 საათზე ჩავედი სანთლების დასანთებად. დამხვდა ქვების გროვა. უკან არ დამიხევია. დავანთე სანთლები, ხატ-ღმერთი ვახსენე და წამოვედი. არვიცი ვინ დაანგრია. არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, – აცხადებს პანკისის სათემო რადიო WAY–თან საუბარში სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი, რომელსაც ამავე სოფელში ქრისტიანული სალოცავის აღდგენა სურდა.

    „როგორც ასეთი, რომ თითქოს მე სიძე რუსი მყავს და იქიდან მოდის ეს (სიტუაციის დაძაბვის მცდელობა პანკისში. ავტ), ეს არის მცდარი, ტყუილი. მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, არავისთან.

    - ქრისტიანული სალოცავის დანგრევამ დაძაბულობა გამოიწვია. ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა, შემდეგ მატანში, პანკისის შესასვლელში ქართველებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

    - მე ვარ მაგის მიზეზი? მე ხმა არ ამომიღია. აბსოლუტურად არაფერი არ მითქვამს. ეხლა რატომ ააგორეს ეს ტალღა, როცა ის დიდი ეკლესია დაანგრიეს, რატომ მაშინ არ ამოიღეს ხმა? ეს წმინდა გიორგის პატარა ნიში იყო. ქვა ქვაზე იყო დადებული და ეს ქვა დავადებინე მე. ცემენტით გავამაგრებინე და ისევ დაანგრიეს. მე აბსოლუტურად არანაირი პრეტენზია არა მაქვს. მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რატომ დაანგრიეს ის ეკლესია წლების წინ და რატომ არ ამოიღეს ხმა იმაზე? ეხლა ეს დადებული ორი ქვა რად გახდა ამ ყველაფრის მიზეზი? რად გამოაბეს ამას კუდი?

    - ანუ, თქვენი აზრით ამაზე რეაქცია არ უნდა ყოფილიყო?

    - არავითარი რეაქცია არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით იმიტომ, რომ როცა ეკლესია დაანგრიეს ზემოთ, ხმა არ ამოუღიათ.

    - ჩვენთან ინტერვიუში ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა თქვა, რომ სალოცავის დანგრევამდე თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, სახლის გადაწვით ემუქრებოდნენო. ასეთი რამ იყო თქვენს მიმართ?

    -  ვინ არის, ვინ თესავს ამ ჭორებს, ვერ გავიგე. ის ურჩევნიათ საქართველოს მიხედონ, ვიდრე ამ ხალხს შორის შუღლი ჩამოაგდონ.

    - ანუ, მუქარა და ზეწოლა თქვენს მიმართ არ ყოფილა?

    - არავითარი. მე ძალიან მეგობრულად, ჰარმონიულად ვცხოვრობ“

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ქრისტიანული სალოცავი 15 აპრილს დაანგრიეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო და გაახმაურა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. 28 აპრილს, ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.

    ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების დანგრევას და მუსლიმები არ მოიწონებენ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]