• weather cur airplane

    მალხაზ მაჩალიკაშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს

    სამშაბათი, 16 იანვარი 2018 17:00 view 1220
    მალხაზ მაჩალიკაშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.

    „დამსვან პირისპირ გომელაურთან, რომ გამოტენა მთელი საქართველო ამ ტყუილებით. თვალებში შემომხედოს, მეც მაქვს შეკითხვები. ჩემი მოთხოვნაა, რომ გომელაურის ბანდიდან დაწყებული, სროლის სისრულეში მომყვანით დასრულებული, ყველა გაასამართლონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    მისივე თქმით, თუ საქართველოში გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავში დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოც ესროლეს. ოჯახის წევრების განმარტებით, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მის ოთახში დაჭრის შემდეგ სამართალდამცავებმა დადეს.

    თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

    26 დეკემბრიდან დღემდე, პანკისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა. სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილსაც ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

    თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში,…

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს…

    პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

    95 წლის ასაკში, პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა.
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]