• თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ორჯერ არ უსვრიათ – ადვოკატი

    შაბათი, 17 თებერვალი 2018 11:29 view 6820
    მარიამ კუბლაშვილი მარიამ კუბლაშვილი

    პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, სადაც 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა დამატებით დაათვალიერეს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დარწმუნდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით ორჯერ არ უსვრიათ.

    „დამატებითი დათავალიერების დროს აღმოჩენილი იქნა ტყვიის დამატებითი ნაწილები, რომლებიც ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ და გადაიგზავნება ექსპერტიზაზე გამოკვლევის მიზნით. ჩვენ გვაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ოთახში ადგილი მეორე გასროლას. არ ჩანს მეორე გასროლა. მხოლოდ ერთხელ არის ნასროლი“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა.

    ზაზა ალთუნაშვილი

    „შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტები იყო ძალიან მცირე რაოდენობის იმისთვის, რომ ტყვია აღგვედგინა. ფაქტობრივად 30% იყო ამოღებული. ძირითადი ნაწილი საქმის მასალებში არ იყო. დღეს ჩვენ დამატებით დავათვალიერეთ და ტყვიის გულის თავი ვიპოვეთ. სხვა ფრაგმენტები ვერ ვნახეთ. დავრწმუნდით, რომ იყო ერთი გასროლა. ჩვენს მიერ შუამდგომლობაა დაყენებული, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს კარებს. მაქვს კითხვა, როგორ მოხდა ოთახში შეღწევა და ამაზე პასუხი არ გვაქვს. ამოვიღეთ საკეტები და გადაიგზავნება ექსპერტიზისთვის“, – აღნიშნა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

    რაც შეეხება ხელყუმბარას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, არის თუ არა მასზე ანაბეჭდები, დეენემის და სისხლის კვალი.

    „ჩვენთვის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. გვაქვს ჩხრეკის დროს შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, სადაც ხელყუმბარა ძალიან უცნაურ ადგილზე ფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს ნანახი სპეცრაზმელის ჩვენება, თუ როგორ აღწერს ის ამ ყველაფერს, თავს შევიკავებ კომენტარისგან“, – უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პროკურატურა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით იძიებს. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს გასროლა ორჯერ განეხორციელებინათ.

    26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 პირი დააკავა. სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილსაც ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]