• weather cur airplane

    პანკისში დაჭრილი 23 წლის ქალი გარდაიცვალა

    ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 12:45 view 1925
    პანკისში დაჭრილი 23 წლის ქალი გარდაიცვალა

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები 23 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში უმძიმესი დაზიანებებით 9 მარტს მოათავსეს: „დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები. სამი ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციაში იყო მოთავსებული, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, გული გაუჩერდა“.

    ოჯახის წევრების ინფორმაციით, 23 წლის ქალს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, როცა მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. გარდაცვლილს 8 თვის ბავშვი დარჩა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    შს მინისტრის მოადგილე პანკისში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა

    პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შინაგან…

    სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

    თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების…

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]