• ახალი ამბები

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 16-წლამდელთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 10 გუნდი მონაწილეობდა.

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი აირჩია.

    კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის მუნიციპალიტეტში სპორტსმენებს შეხვდა და ახმეტაში, მატანში, საკობიანშო, დუისში, ქვემო ხალაწანში, დუმასტურში, ომალოსა და ჯოყოლოში, ადგილობრივ  სპორტულ ჯგუფებს საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა.

    „სახელმწიფო გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჰესის მშენებლობისთვის კანონით დადგენილი ყველა პროცედურა ჩვენ გავლილი გვაქვს, საჯარო განხილვებიც გვქონდა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც, მშენებლობის ნებართვაც გვაქვს, მაგრამ დღეს, აგრესიული ფონისა და თანამშრომლების მიმართ მუქარების გამო, შეჩერებული გვაქვს სამუშაოები და ვერ ვახერხებთ ჰესის მშენებლობას. ველოდებით, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის გასაგრძელებლად. გავაგრძელებთ თუ არა, ეს საკითხი კომპანიის კომპეტენციას სცილდება“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა.

    „ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში აქციის გამართვის შესახებ მე საქმის კურსში არ ვიყავი. პარასკევს, მეჩეთში, ლოცვის დროს, ერთ-ერთმა პირმა თქვა, ბირკიანში შეკრებააო. უხუცესთა კავშირი როცა რაიმე აქციას უერთდება, წევრები საკითხს ვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამის დრო კი ფაქტობრივად აღარ იყო“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

    „აქ ვინც დგას, ხომ წინააღმდეგია მაგ ჰესების მშენებლობის? ყველაზე მთავარი რაც არის, ამდენი ხალხია კანონი. არ გვინდა და მაინც აკეთებენ. შემდეგში ეს ტექნიკა რომ დააზიანოს ხალხმა და ცუდი შედეგები მოჰყვეს, მერე უნდა თქვან, ტერორისტული აქტი მოხდაო. ჩვენ ეს არ გვინდა, ნუ მივიყვანთ აქამდე საქმეს და შევწყვიტოთ სანამ დროა“, - აღნიშნა სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა დათო ცისკარიშვილმა პანკისის ხეობაში დღეს გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებმაც სოფელ ბირკიანში ახალი ჰესის - „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს. დღევანდელ აქციას არ ესწრებოდნენ პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელები.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]