თამარ თურქოშვილმა სოფელ ომალოს ბიბლიოთეკაში მუშაობა 1987 წელს დაიწყო. 20 წლის შემდეგ, 2007 წელს ომალოს ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახურეს, ბიბლიოთეკარი კი გაათავისუფლეს.
9 წლის განმავლობაში თამარ თურქოშვილი წიგნებს უსასყიდლოდ უვლიდა.
2016 წლის 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.