„ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს. გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნესს აქვს“, – ამბობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
„დღეს რისთვისაც პანკისში ტურისტები ჩამოდიან, ეს არის ბუნება, სუფთა ჰაერი და ადგილობრივი კულტურა. თუ ხეობაში ჰესების მშენებლობა განახლდა, ეს შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას და პერსპექტივა აღარ გვექნება. ოთხი-ხუთი ჰესით დამძიმებულ პატარა ხეობაში ტურიზმი ვეღარ განვითარდება“, - ნაზი დაქიშვილი, 32 წლის, ჯოყოლოს მკვიდრი.
„პანკისის ცუდი იმიჯი რომ დამსხვრეულიყო, თვითონ პანკისელებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში დიდი შრომა გაწიეს. მაგრამ, ის, რაც 21 აპრილს მოხდა, ტურისტული სეზონის დასაწყისში, რასაკვირველია ძალიან საზიანოა ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის. ყველაფერი თავიდან გახდა დასაწყები“, - აცხადებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი პანკისის ხეობაში სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.
„სახელმწიფო გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჰესის მშენებლობისთვის კანონით დადგენილი ყველა პროცედურა ჩვენ გავლილი გვაქვს, საჯარო განხილვებიც გვქონდა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც, მშენებლობის ნებართვაც გვაქვს, მაგრამ დღეს, აგრესიული ფონისა და თანამშრომლების მიმართ მუქარების გამო, შეჩერებული გვაქვს სამუშაოები და ვერ ვახერხებთ ჰესის მშენებლობას. ველოდებით, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის გასაგრძელებლად. გავაგრძელებთ თუ არა, ეს საკითხი კომპანიის კომპეტენციას სცილდება“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა.
USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ (Zrda Activity in Georgia) ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კახეთის რეგიონში პროექტის სამიზნე სოფლებია დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ომალო, მატანი, ასევე, ქალაქი ახმეტა.