ბოლო მონაცემებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 267 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტეპის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვაქცინა მხოლოდ თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი. ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ახმეტის ჰოსპიტალიც აკმაყოფილებს.
ანაფილაქსია ალერგიულ რეაქციებს შორის ურთულესია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ნებისმიერი ალერგენის, მათ შორის, მედიკამენტის თუ საკვების მოხვედრის, ასევე მწერის ნაკბენის შედეგად. კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა ახალგაზრდა ექთანს ახალციხეში. ის ვაქცინაციიდან 24 საათში გარდაიცვალა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების სიფრთხილე კორონავირუსის ვაქცინის მიმართ და გავლენა იქონია იმუნიზაციის ისედაც ნელ ტემპზე.
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან, 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალის აცრით დაიწყება. აცრის მნიშვნელობაზე, შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ვაქცინებსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე, პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) კორონავირუსის კრიზისს ბავშვის უფლებათა კრიზისი უწოდა. „იუნისეფი საქართველოს“ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით, პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა ბავშვები, რომლებიც აქამდეც რისკის ჯგუფებში იყვნენ – ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, შშმ ბავშვები, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ბავშვები, რომლებიც ძალადობის რისკის წინაშე ყვნენ. „იუნისეფი საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ მთავრობის მიერ პანდემიის მძიმე შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებში ბავშვები და ბავშვთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული.
76 წლის ასაკში ქისტი პოეტი და პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა.